Wednesday, June 6, 2012

ავტობუსი

ავტობუსებში დაინერგა ახალი ელექტრონული სისტემა. აპარატში ჩააგდებთ ფულს და აიღებთ ბილეთს, ან გაატარებთ სამგზავრო ბარათს.

უსაფრთხოების მიზნით ქალაქში 2030 საგზაო ნიშანი დამონტაჟდა.შუქნიშნები აღარასოდეს გაითიშება. დამონტაჟდა უწყვეტი ელექტრო მომარაგების სისტემა, რაც შუქნიშნების დაუბრკოლებლად მუშაობას უზრუნველყოფს.

შემოღებულია ახალი საბარათო სისტემა. 1, 3, 6 თვიანი და ერთ წლიანი ავტობუსის მგზავრობის  ბარათები, რომელთა ფასი 20-დან 145 ლარამდეა.შეიძინეთ და რამდენჯერმე დღეში უფასოდ იმგზავრებთ. მგზავრობის საფასური 40 თეთრზე გაცილებით ნაკლები გამოდის. ეს სისტემა ყველაზე მოსახერხებელი სტუდენტებისთვისაა.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მგზავრობის საფასური 10 თეთრს არ აღემატება.



მეტრო

მეტრო გადაადგილების უსწრაფესი და კომფორტული საშუალებაა. დაარსებიდან დღემდე მეტროპოლიტენი ქალაქის ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. იგი ყოველდღიურად უამრავი ადამიანის მგზავრობას უზრუნველყოფს, ზოგავს მათ დროსა და ენერგიას.
თბილისის მეტრო არც თუ დიდი ხანია რაც ფუნქციონირებს, იგი არსებობის მხოლოდ ოთა ათეულ წელს ითვლის. თუმცა მეტროპოლიტენი პირველი დღიდანვე ყველაზე ხალხმრავალ და პოპულარულ ტრანსპორტად ითვლება. დღეს მის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მეტროპოლიტენი დღეში საშუალოდ 300 000 მგზავრს ემსახურება.


რკინიგზა

თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი 1872 წლის 10 ოქტომბერს ჩავიდა. დღეს თბილისში ოთხი რკინიგზის სადგურია: ავჭალის, დიდუბის, ნავთლუღის და თბილისის ცენტრალური ვაგზალი. დედაქალაქი სარკინიგზო მაგისტრალით დაკავშირებულია როგორც საქართველოს ნებისმიერ რეგიონთან, ასევე სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან. უახლოეს მომავალში სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს თურქეთთან დააკავშირებს.
ახლად გახსნილი რკინიგზის სადგური ,,აეროპორტი”  გადაადგილების სწრაფი, იაფი და კომფორტული საშუალებაა. იგი ცენტრალურ სადგურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აკავშირებს. ნაგებობა აეროპორტიდან 70 მეტრის დაშორებით მდებარეობს. სადგური არქიტექტურის თანამედროვე გადაწყვეტით გამოირჩევა. ნახევარწრიული მოყვანილობის ნაგებობა ოქროსფერი მინებითაა მოპირკეთებული. შენობის ცენტრალურ ფასადზე კი ლაზერული პროექციის საათია დამონტაჟებული. 



ტაქსი

თბილისში, ისევე როგორც ნებისმიერ ქალაქში, ყველაზე სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტი ტაქსია. ტაქსი დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ერთადერთია, რომლითაც სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. თბილისის ქუჩებში საკმაო რაოდენობის ტაქს შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის გაჩერება და მომსახურებით სარგებლობა ქალაქის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, გაცილებით ეფექტურია, კომპანიის ოპერატორთან ტელეფონით დაკავშირება და ტაქსის გამოძახება.


სამარშრუტო ტაქსი


მგზავრობა

ავტობუსით, მეტროთი, თუ მარშუტკით მგზავრობა ძალიან კარგი საშუალებაა დააკვირდე საზოგადოებას, მათ ქცევებს, მანერებს, გაარკვიო მათი დამოკიდებულებები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ხომ იცით, საუბრები პოლიტიკასა და რელიგიაზე არსადაა ისე ცხარე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

გადაადგილების საშუალებები

თქვენ შეგიძლიათ ტაქსი გამოიძახოთ, სამარშუტო ტაქს დაელოდოთ, ავტობუსით გადაადგილდეთ, ან მიწისქვეშა ტრანსპორტს, მეტროს, მიმართოთ, რომელიც ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებაა თბილისში.