Wednesday, June 6, 2012

რკინიგზა

თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი 1872 წლის 10 ოქტომბერს ჩავიდა. დღეს თბილისში ოთხი რკინიგზის სადგურია: ავჭალის, დიდუბის, ნავთლუღის და თბილისის ცენტრალური ვაგზალი. დედაქალაქი სარკინიგზო მაგისტრალით დაკავშირებულია როგორც საქართველოს ნებისმიერ რეგიონთან, ასევე სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან. უახლოეს მომავალში სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს თურქეთთან დააკავშირებს.
ახლად გახსნილი რკინიგზის სადგური ,,აეროპორტი”  გადაადგილების სწრაფი, იაფი და კომფორტული საშუალებაა. იგი ცენტრალურ სადგურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აკავშირებს. ნაგებობა აეროპორტიდან 70 მეტრის დაშორებით მდებარეობს. სადგური არქიტექტურის თანამედროვე გადაწყვეტით გამოირჩევა. ნახევარწრიული მოყვანილობის ნაგებობა ოქროსფერი მინებითაა მოპირკეთებული. შენობის ცენტრალურ ფასადზე კი ლაზერული პროექციის საათია დამონტაჟებული. 



No comments:

Post a Comment